პარიზი-2024-ის ორგანიზების არსებული გეგმა განახლებას საჭიროებს

28 აპრილი 2020

საერთაშორისო  ოლიმპიური კომიტეტის წევრი, 110 მეტრზე თარჯრბენში მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ფრანგი გი დრიუ მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ოლიმპიური თამაშების გადახალისების საშუალებაა. ამასთან, კოლეგებს მოუწოდებს, რომ თამაშებისადმი მიდგომა გახდეს უფრო „ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი". გი დრიუ ამავე ჭრილში განიხილავს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რომლის ორგანიზებისთვის არსებული გეგმა განახლებას საჭიროებს, რადგან ის „მოძველებული და რეალობას მოწყვეტილია."

„კრიზისი გრძელვადიან გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე აქვს ეკონომიკური და სოციალური გავლენა. ის არ და ვერ ჩაივლის უკვალოდ. ამ ვითარებიდან ჩვენ ყველანი სხვა ადამიანები გამოვალთ. ამავე კონტექსტში, გამონაკლისი არ არის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები, რომლებიც სხვაგვარად უნდა ჩატარდეს... ბრწყინვალე პროექტი, რომელიც შევქმენით და პარიზის-2024-ის საგანაცხადო ეტაპზე გავამზადეთ, ახლა მოძველებული და რეალობას მოწყვეტილია. პირველ ყოვლისა, უნდა გადაიხედოს პარიზი-2024-ის  ბიუჯეტი. წარსულის თამაშები ვერ იქნება მომავლის თამაშები," - განაცხადა დრიუმ.