იაპონიის ექიმთა ასოციაციის განცხადებით, ვაქცინის გარეშე ოლიმპიური თამაშების ჩატარება რთული იქნება

28 აპრილი 2020

იაპონიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელის იოსიტაკე იოკოკურას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლის ზაფხულისთვის კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება შემუშავებული, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზება გართულდება.

„ჩემი აზრით, თუ ეფექტური ვაქცინა არ გვექნება, ოლიმპიური თამაშების ჩატარება რთული იქნება. არ ვამბობ, რომ თამაშები არ უნდა ჩატარდეს. ვამბობ, რომ ეს იქნება რთული ამოცანა. ამიტომაც წამლის და ვაქცინის შესაქმნელად უნდა ვიჩქაროთ," - ტოკიოში ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა იაპონიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარალიმპური თამაშებს უმასპინძლებენ 24 აგვისტო - 5 სექტემბერს.