იოშირო მორი: „ოლიმპიური თამაშების გადავადება აღარ მოხდება"

28 აპრილი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის განცხადებით, თუ გაისად კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლი ვერ დამყარდება, 2021 წლისთვის გადავადებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები გაუქმდება.

შეკითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ოლიმპიური თამაშების ხელმეორედ გადავადება, იოშირო მორი პასუხობს, რომ ეს აღარ მოხდება:

„ადრე ოლიმპიურ თამაშებს მხოლოდ ომების გამო აუქმებდნენ, მაგრამ ამჯერად ჩვენ უხილავ მტერს ვებრძვით. ოლიმპიური თამაშები ადრეულ თამაშებთან შედარებით უფრო ღირებული გახდება, თუ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ჩვენ ეს უნდა ვირწმუნოთ, რადგან სხვაგვარად ჩვენს მიერ გაწეული დიდი შრომა შედეგს არ მოიტანს," - განაცხადა იოშირო მორიმ.