EOC-მა პანდემიის გავლენის შემსუბუქებაზე იმსჯელა

01 მაისი 2020

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე EOC-ის პრეზიდენტმა იანეზ კოსიანჩიჩმა განაცხადა, რომ შესძლებლობის ფარგლებში დახმარებას აღმოუჩენენ ევროპის ყველა - 50 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.  

ტელეკონფერენციით მოწყობილ სხდომაზე განიხილეს ევროპულ სპორტზე კორონავირუსის გავლენის მნიშვნელოვანი საკითხები და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის დახმარების აღმოჩენის საშუალებები.

გარდა ამისა, EOC-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის მიერ ოლიმპიური მოძრაობისთვის გაგზავნილ ღია წერილს.  

„როგორც ევროპის ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელებს, ერთად დგომა გვმართებს. უნდა ვიყოთ ძლიერები და გაერთიანებულები IOC-ის პოლიტიკის სამსახურში სპორტის და ჩვენი ათლეტების კეთილდღეობისთვის. ყველას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ თუ რომელიმე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განიცდის სერიოზულ პრობლემებს, მაშინ მის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ EOC-ს. ამ რთულ დროს თითოეული მათგანის დასახმარებლად ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ," - განაცხადა იანეზ კოსიანჩიჩმა.