საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წლამდე გადავადდა

04 მაისი 2020

საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) ფუკუოკას (იაპონია) მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების ახალი თარიღი განსაზღვრა.

თავდაპირველი ვადებით, მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო 2021 წლის 16 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაავადა (23 ივლისი - 8 აგვისტო), ადრე დათქმულ დროს მსოფლიოს პირველობის ჩატარება შეუძლებელი გახდა. შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა 2022 წლის 13-29 მაისს.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთათვის საუკეთესო პირობებს უზრუნველყოფს. მოუთმენლად ველით პლანეტის საუკეთესო ათლეტების ხილვას  2022 წელს, ფუკუოკაში," - განაცხადა FINA-ს პრეზიდენტმა ხულიო მაგლიონემ.