IOC-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ასპარეზობათა ჩასატარებლად რეკომენდაციები შეიმუშავა

07 მაისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და სხვა დაინტერესებულ სპორტულ სამსახურებთან ერთად კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებისთვის რეკომენდაციათა შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა.

დოკუმენტი WHO-ს უკვე არსებულ რჩევათა დამატებაა, რომელიც ასევე შემუშავდა IOC-ის სამედიცინო და სამეცნიერო დეპარტამენტებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ის მოწოდებულია დაეხმაროს მსხვილ შეჯიბრებათა საორგანიზაციო კომიტეტებს ობიექტურად შეაფასონ რისკები, შემსუბუქდეს სავარაუდო ნეგატიური შედეგები, ასევე შეჯიბრებების ჩატარებაზე მიღებული იყოს გადაწყვეტილება.

IOC-მა და WHO-მ გაანალიზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებების დახურულ და ღია სივრცეში მაყურებელთა მცირე და დიდი რაოდენობით ორგანიზების რისკები,  რამაც შესაძლებელი გახადა მათი უსაფრთხოდ ჩასატარებელი ზომების სიის შედგენა.

ამჟამად IOC და WHO საერთაშორისო სპორტული ფედერაციების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან გამოხმაურებებს და შენიშვნებს ელიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებულმა რეკომენდაციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადებაზე.