IOC-ის 136-ე სესია შესაძლოა ონლაინ-რეჟიმით ჩატარდეს

07 მაისი 2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 136-ე სესია შესაძლოა, ონლაინ-რეჟიმით ჩატარდეს.

IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები სესიის მომავალთან დაკავშირებით 14 მაისს, ვირტუალური თავყრილობისას იმსჯელებენ. დიდი ალბათობით, საბჭო გადაწყვეტს, რომ სესია 17 ივლისს დაცული ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდეს.

საგულისხმოა, რომ სესიისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე უნდა ემასპინძლა, რომელიც COVID-19-ის გამო 2021 წლამდე გადავადდა.

„ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადების გამო და კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად, შვეიცარიასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, IOC-ის აღმასრულებელი კომიტეტი 136-ე სესიას დაცული ელექტრონული სისტემით წარმართავს 17 ივლისს. გეგმის თანახმად, მისი ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მოხდება," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.