მშვილდოსნებმა ტოკიო-2020-ის შესარჩევი ასპარეზობები 2021 წლის გაზაფხულამდე გადაიტანეს

13 მაისი 2020

მსოფლიო მშვილდოსნობამ (WA) კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების  ყველა შესარჩევი შეჯიბრება 2021 წლამდე გადაიტანა. ოლიმპიური საგზურები გათამაშდება 2021 გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში.

დღესდღეობით 128-დან 87 ლიცენზიაა გათამაშებული. WA-ს ცნობით, თითოეული საგზური ძალაში რჩება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეთა სიების მიწოდების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 ივლისი.