თომას ბახის განცხადებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელთა რაოდენობა შეიზღუდება

16 მაისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის მოსაზრებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ტოკიოში უსაფრთხო ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაყურებელთა რაოდენობის შემცირება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ვითარებაში აღმოვჩნდებით ერთი წლის შემდეგ. ახლა მეტად ადრეა იმაზე საუბარი, რომ ტოკიოს თამაშებზე მაყურებლების რაოდენობას შევზღუდავთ, " - განაცხადა თომას ბახმა.

24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადავადებაზე მოილაპარაკეს.

ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.