კორონავირუსის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამზადისზე

16 მაისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამზადისზე.

IOC-ის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ტოკიო-2020-ის და პეკინი-2022-ის ერთმანეთის მიყოლებით ჩატარება შეიძლება სასარგებლო გამოდგეს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებისთვის.

„პეკინიდან კარგ ინფორმაციას ვიღებთ როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სპორტული დაგეგმვის მიმართულებით. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა უპირატესობების მოცემა შეუძლია პეკინს, რომელიც ასე ახლოსაა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან, რადგან ეს მომენტი უფრო აამაღლებს მსოფლიოში ოლიმპიური თამაშებისადმი ადამიანთა ინტერესს და ცოდნას.  IOC კვლავაც გააგრძელებს პეკინის სრულ მხარდაჭერას," - განაცხადა თომას ბახმა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორებმა 2022-ის თამაშების განვითარების გეგმა წარმოადგინეს. ეს გეგმა ითვალისწინებს არსებული ობიექტების გამოყენებას, ასევე ახალი ნაგებობების და მდგრადი ობიექტების შექმნას, გარემომცველი სივრცის გასაუმჯობესებლად რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებას, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, მათ შორის - სატრანსპორტო მშენებლობის და საქალაქო სამსახურების შემდგომ განვითარებას.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2021 წლის 23 ივლისი - 8 აგვისტოს. ტოკიოს თამაშების დახურვის ცერემონიიდან ექვს თვეზე ნაკლებ დროში, 2022 წლის 4 თებერვალს პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაისხნება.