ბრისბენი-2032-ის საოლიმპიადო განაცხადი პანდემიის გამო შეჩერებულია

23 მაისი 2020

კუინზლენდის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო 2032 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობაზე ბრისბენის განაცხადი შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტი (AOC).

კუინზლენდის შტატის პრემიერმა ანასტასია პალაშუკმა კვინზლენდის პარლამენტისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ 2032 წლის თამაშების კანდიდატურაზე განხილვები შემდგომ შეტყობინებამდე შეჩერებულია, რათა ყველა დაინტერესებული მხარე პანდემიასთან ბრძოლაზე იყოს კონცენტრირებული.

„დეტალებში არ შევალ. ახლა ჩვენ სხვა გამოწვევებზე ვართ მომართული. გარდა ამისა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშრებითაც ბოლომდე არაფერია გადაწყვეტილი. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშრებით ნებისმიერი მსჯელობა მეტად ნაადრევია," - განაცხადა ანასტასია პალაშუკმა.