2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ათლეტთა სოფლის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება

31 მაისი 2020

მილანის მერიამ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური სოფლის მშენებლობისთვის წარმოდგენილი პროექტებიდან ერთ-ერთი შეარჩია, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2022 წლის ივნისში, ქალაქის ცენტრში - პორტა რომანას ყოფილი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე. გეგმის მიხედვით, სამუშაოები 3 წელიწადში უნდა დასრულეს.

ოლიმპიური სოფელი განთავსებული იქნება ძირითადი სპორტული ობიექტებიდან 30 წუთის სავალზე. 2026 წლის თამაშების დასრულების შემდეგ შენობა-ნაგებობათა კომპლექსი სოციალურ  და სტუდენტურ საერთო საცხოვრებლად გადაკეთდება.

კორტინა დ'ამპეცოში და ლივინოში მოეწყობა დროებითი ოლიმპიური სოფლები.

მილანი და კორტინა დ'ამპეცო XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშების მასპინძლად აირჩიეს 2019 წლის 24 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 134-ე სესიაზე.