2024 წლის ოლიმპიადისთვის მზადება გრაფიკით მიმდინარეობს

01 ივნისი 2020

როგორც პარიზის მერი ანე იდალგო აცხადებს, საფრანგეთის დედაქალაქი გრაფიკის მიხედვით ემზადება 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშისთვის, თუმცა პანდემიით გამოწვეული წლევანდელი გლობალური კრიზისი გარკვეულ კორექტივებს შეიტანს ორგანიზატორების გეგმებში.

„საორგანიზაციო კომიტეტმა  თავიდანვე მიზნად დაისახა შედარებით დაბალბიუჯეტიანი თამაშების ჩატარება. მზადება გრაფიკის შესაბამისად მიმდინაარეობს. ყველა ხარჯი საფუძვლიანად კონტროლდება და, დარწმუნებული ვარ, თუ გარკვეული სირთულეები წამოიჭრება, მათ დროულად მივხედავთ და მოვაგვარებთ. საოლიმპიადო ინფრასტრუქტურა თამაშების სტარტამდე მზად იქნება," - ამბობს პარიზის მერი.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უნდა გაიმართოს. აქამდე საფრანგეთის დედაქალაქმა ორჯერ - 1900 და 1924 წლებში უმასპინძლა ოთხწლეულის ყველაზე მთავარ სპორტულ ფორუმს.