პეკინი 2022-ის სამედიცინო ცენტრის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

04 ივნისი 2020

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის იანცინის საშეჯიბრო ზონაში სამედიცინო ცენტრის მშენებლობა გრაფიკის წინსწრებით მიმდინარეობს. რეგიონალური მთავრობის განცხადებით, პეკინის სიახლოვეს განთავსებულ ობიექტზე სამუშაოები შეიძლება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს.

პეკინის უნივერსიტეტის სივრცეში არსებულ სამედიცინო ცენტრში უკვე შეტანილია ძირითადი სამედიცინო აპარატურა. სამედიცინო ცენტრი 18 განყოფილებისგან შედგება, მათ შორის არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება.

მრავალპროფილური ცენტრი ათლეტებს, ტექნიკურ პერსონალს და ასპარეზობათა სტუმრებს უმაღალეს სამედიცინო მოსახურებას გაუწევს.

მოსალოდნელია, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ, სამედიცინო ცენტრის ბაზაზე კვლევები ჩატარდება ზამთრის სახეობებში ტრავმების თავიდან აცილების, პირველადი დახმარების დქ რეაბილიტაციის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ პეკინის თამაშების დროს ოლიმპიელებისთვის ოპერატიული დახმარების აღმოსაჩენად იმუშავებს „ზამთრის ოლიმპიური თამაშების მაშველთა ჯგუფი", რომელშიც შევა მედიცინის 101 ექსპერტი.