სინძო აბე: იაპონია სრული მოცულობით მიიღებს ოლიმპიურ თამაშებს

05 ივნისი 2020

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ  ვიდეო-კონფერენციის ფორმატით მოწყობილ პანდემიის საწინააღმდეგო გლობალურ სამიტზე განაცხადა, რომ 2021 წელს იაპონია „სრული მოცულობით" მიიღებს ოლიმპიურ თამაშებს.

„ნება მიბოძეთ დავადასტურო ჩვენი განზრახვა, სრული მოცულობით ვუმასპინძლოთ 2020 წელს გადადებულ ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს ტოკიოში, 2021 წლის ზაფხულში, როგორც კაცობრიობის გამარჯვების მტკიცებულებას COVID-19-ზე," განაცხადა სინძო აბემ.

ცოტა ხნით ადრე ტოკიოს გუბერნატორი იურიკო კოიკე  საუბრობდა იმის შესახებ, რომ იაპონია თამაშების გამარტივებული ფორმატით ჩატარების შესაძლებლობას განიხილავდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.