IOC-ის თანამშრომლები ოფისში მუშაობას უბრუნდებიან

05 ივნისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) თანამშრომლები ლოზანის შტაბ-ბინას სამუშაოდ ორშაბათიდან, 8 ივნისიდან დაუბრუნდებიან.

ოლიმპიური სახლში, რომელიც ოფიციალურად შარშან ივნისში გაიხსნა, IOC-ის 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. კორონავირუსის პანდემიის გამო, IOC-ის თანამშრომლები 15 მარტიდან დისტანციურად მუშაობდნენ. ისინი ოლიმპიურ სახლს შვეიცარიის ჯანდაცვის სამსახურის მიერ გაწერილი გეგმით ეტაპობრივად დაუბრუნდებიან.

შვეიცარიაში COVID-19-ის 31 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს ემსხვერპლა 1900-ზე მეტი ადამიანი. დღეს ამ მხრივ უკეთესი სურათია, რამაც შვეიცარიის მთავრობას შეზღუდვების მოხსნის საშუალება მისცა. 6 ივნისიდან შეზღუდვები მოიხსნება სპორტულ ასპარეზობებზეც.