ტოკიო-2020 ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილი დროის უკუთვლის ღონისძიებაზე უარს ამბობს

05 ივნისი 2020

ტოკიო-2020-ის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, გადავადებულ ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილი ერთი წლის უკუთვლის ღონისძიების ჩატარებას არ აპირებენ.

საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლის განმარტებით, „ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლის აღსანიშნავად არანაირი ღონისძება არ ჩატარდება, მაგრამ გავითვალისწინებთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხთან ერთად ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ ამ თარიღთან მიმართებაში."

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშები უნდა ჩატარებულიყო წლეულს, 24 ივლისი - 9 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობა 2021 წლის 23 ივლისამდე გადავადდა.