ტანმოვარჯიშეთა ევროპის ჩემპიონატის ახალი განრიგი

05 ივნისი 2020

ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციამ მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატების ახალი თარიღები დაადგინა. მხატვრული ტანმოვარჯიშეები მედლებს 2020 წლის 26-29 ნოემბერს კიევში გაითამაშებენ, სპორტულ ტანმოვარჯიშეთა ჩემპიონტს კი ბაქო უმსპინძლებს: 9-13 დეკემბერს - კაცთა ტურნირი გაიმართება, 17-20 დეკემბერს - ქალებისა.

ეს შეჯიბრებები აპრილ-მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრების მასპინძლად კვლავ კიევი დარჩა, სპორტულ ტანმოვარჯიშეებს კი პარიზის ნაცვლად ბაქოში მოუწევთ ჩასვლა.