ANOC ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს 11,6 მილიონით შეეშველება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად 206 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 11,6 მილიონ დოლარით დაეხმარება ANOC (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია).
ეოკ-ებს შორის სახსრები განაწილდება 5 კონტინენტური ასოციაციის მეშვეობით, რათა თავიდან იყოს არიდებული არსებული პროგრამების დუბლირება. თანხის განაწილებაზე კონტროლს განახორციელებენ აუდიტორები.