IOC-ის პეკინი-2022-ის პროგრესს აღნიშნავს

10 ივნისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისია მაღალ შეფასებას აძლევს პეკინის მზადებას 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის.  

IOC-ის კომისიამ და საერთაშორისო ფედერაციათა ხელმძღვანელებმა პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებისგან გაწეული სამუშაოების შესახებ შეიტყვეს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.

„ბოლო თვეებში ჩინეთი ბევრ სირთულეს შეეჯახა. გვახარებს ჩინეთში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მდგომარეობა, რაც საორგანიზაციო კომიტეტს თითქმის ნორმალურ მდგომარეობასთან დაბრუნების საშუალებას აძლევს.

მიუხედავად განსაკუთრებული გარემოებებისა, პეკინი-2022 აგრძელებს ძირითადი ეტაპების გადალახვას, ეს კი დარჩენილ ორ წელიწადში ზამთრის სახეობათა მსოფლიო დონის ათლეტებისთვის იდეალური სივრცის უზრუნველყოფის მტკიცებულებაა.

თამაშებისთვის აუცილებელი ნაგებობების მშენებლობაში მნიშვნელოვან პროგრესთან ერთად, დავინახეთ ზამთრის სახეობებში მილიონობით ადამიანის მოსაზიდად გაწეული ძალისხმევა," - განაცხადა IOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელმა ხუან ანტონიო სამარანჩ-უმცროსმა.