ტოშირო მუტო: უმთავრესია უსაფრთხოების უზრუნველყოფა

11 ივნისი 2020

ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი დირექტორის ტოშირო მუტოს განცხადებით, იაპონიაში ოლიმპიური თამაშები მოკრძალებულად ჩატარდება და არა - პომპეზურად. მისის თქმით, უმთავრესია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თამაშების დაცულად და მარტივად ჩატარება, ხარჯების შემცირებას კი გაგებით მოეკიდებიან საზოგადოება, ათლეტები და თამაშების სტუმრები.

ტოშირო მუტო ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ესტაფეტა გაისად მარტში უნდა დაიწყოს და 121 დღე გაგრძელდეს, მაგრამ ეს გეგმები შემდგომი განხილვებისას შეიძლება შეიცვალოს.

თავის მხრივ, ტოკიო-2020-ის ხელმძღვანელი იოშირო მორი აცხადებს, რომ  კორონავირუსის გათვალისწინებით, იაპონია მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება და ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC).