IOC სექტემბრისთვის ტოკიოს თამაშებისთვის გეგმის მომზადებას დაასრულებს

13 ივნისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), კორონავირუსის პანდემიის გათვალისინებით, ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ახალი გეგმის შემუშავების დასრულებას სექტემბრისთვის აპირებს.

პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო, IOC და ტოკიო-2020 განიხილავს ასპარეზობების ხარჯების 200-ზე მეტი მიმართულებით შემცირების შესაძლებლობას. ასევე ირკვევა, რომ ივნისის ბოლოს IOC საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს თამაშების წინასწარ გეგმას გაუგზავნის.

რამდენიმე დღით ადრე ტოკიო-2020-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშირო მუტომ განაცხადა, რომ იაპონიაში ოლიმპიური თამაშები მოკრძალებულად ჩატარდება, ხოლო ტოკიო-2020-ის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ თქვა, რომ კორონავირუსის გათვალისწინებით, იაპონია მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.