EOC ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს 2,8 მილიონ დოლარს გაუნაწილებს

16 ივნისი 2020

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) COVID-19-ის პანდემიისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2021 წლამდე გადავადებით გამოწვეული საჭიროებებისთვის კონტინენტის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებზე 2,8 მილიონ აშშ დოლარის ფინანსურ დახმარებას გაანაწილებს. ეს თანხა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ (ANOC) გამოყო და EOC-ის მეშვეობით, კონტინენტური სპეციფიკის გათვალისიწინებით და ოლიმპიური სოლიდარობასთან კოორდინაციით განაწილდება, რათა არ მოხდეს არსებული პროგრამების დუბლირება.

1,25 მილიონი დოლარი თანაბრად განაწილდება ყველა 50 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე. თითოეულ ეოკ-ს შეუძლია 25-ათასიანი  დახმარების იმედი ჰქონდეს.

დარჩენილ 1,55 მილიონ დოლარს  განსაკუთრებულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის გამოიყენებენ. დამატებითი გრანტების გასაცემად კრიტერიუმებს განსაზღვრავს EOC-ის აღმასრულებელი საბჭოსა და სათაო ოფისის თანამშრომლებისგან შემდგარი ტექნიკური ჯგუფი.