23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე

23 ივნისი 2020

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ულოცავს სხვადასხვა თაობის ქართველ ოლიმპიელებს, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს და კანდიდატებს, მწვრთნელებს, სპორტულ ფედერაციებს, ყველა იმ ორგანიზაციას თუ პიროვნებას, ვინც იღწვის ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის, ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის.