სეოკ-ის აღმასკომის სხდომა

23 ივნისი 2020

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

დღის წესრიგის მთავარი თემა იყო კოვიდ-19-ით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით,  ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება. ამ საკითხზე აღმასკომის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

 როგორც სხდომაზე აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიამ არსებითად შეცვალა მსოფლიო სპორტის დღის წესრიგი, ფაქტობრივად შეწყდა ყოველგვარი სპორტული აქტივობა, გაუქმდა ან გადაიდო მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებები. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2021 წლამდე გადავადდა ყველაზე მთავარი მულტისპორტული შეჯიბრება - ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რის შესახებაც ოფიციალურად გამოცხადდა 24 მარტს. შესაბამისად, ჩაიშალა დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, დღემდე გაურკვეველია, როდის აღდგება სრულფასოვანი სპორტული ცხოვრება.

ასეთ კრიზისულ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  სპორტსმენების მორალურ მხარდაჭერას, მოტივაციის შენარჩუნებას, ყოველდრიურ ვარჯიშს. სეოკ-ის ხელმძღვანელობას სისტემატური კომუნიკაცია ჰქონდა სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, სპორტულ ფედერაციებთან, გამოქვეყნდა სეოკ-ის პრეზიდენტის არაერთი საჯარო მიმართვა-მოწოდება, მოეწყო სპორტსმენებისა და ფედერაციების გამოკითხვა, შენარჩუნდა ოლიმპიური სტიპენდიები. სეოკ-მა წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას ოლიმპიელთა  საწვრთნელი პროცესის განახლების აუცილებლობაზე, მთავრობის ხელმძღვანელს იმავე  საკითხზე პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა. პარალელურად, მედიკოსებთან ერთად შემუშავდა სპეციალური პროტოკოლი პროფესიული სპორტისთვის. სპორტის უმეტესი სახეობის წარმომადგენლები ნაწილობრივ უკვე შეუდგნენ ვარჯიშს ღია სივრცეში მწვრთნელების მეთვალყურეობით.

სეოკ-ის აღმასკომის წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ ქვეყანაში არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სასწავლო პროცესის განახლება, რაც აუცილებელია სპორტული ფორმის აღსადგენად, შემდგომში კი სალიცენზიო და სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებში წარმატებული მონაწილეობისთვის. გადაწყდა, რომ აღმასკომის წევრების სახელით ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნოს საქართველოს მთავრობაში.

სხდომაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს სეოკ-ის კორექტირებული ბიუჯეტი, იმსჯელეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის  დოკუმენტზე. სხდომას ესწრებოდა სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, რომელმაც აღმასკომის წევრებს გააცნო ბოლო სამთავრობო გადაწყვეტილებები საწვრთნო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ სხდომის მონაწილეებმა სეოკ-ის ეზოში გადაინაცვლეს. ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს საერთაშორისო ოლიმპიური დღე მიულოცა და ფულადი ჯილდოები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ბოლოს, პეციალური სერთიფიკატით, სამახსოვრო საჩუქრებით  და ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნებით („ოლიმპიური ორტომეული" და „მოგზაურობა ოლიმპეთში") დაჯილდოვდნენ სეოკ-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ შემოქმედებით კონკურსში - „მოგზაურობა ოლიმპეთში" გამარჯვებულები, ასევე ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსის ლაურეატები. ამ კონკურსებში მთელი ქვეყნის მასშტაბით  ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.

კონკუსში გამარჯვებულთა ნახატები გამოიფინება ოლიმპიურ კომიტეტში, ელექტრონულად გაიგზავნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში.

 

ნახატების კონკურსში გამარჯვებულები

 

N

სახელი გვარი

რეგიონი

საჯარო სკოლა

კატეგორია

1

თათა გავსალია

ფოთი

სსიპ ფოთის N3 საჯარო სკოლა

ფერწერა

2

ელენა ყველაშილი

გორი

სსიპ გორის N6 საჯარო სკოლა

ფერწერა

3

მარიამ ბურჯანაძე

მცხეთა

სსიპ სოფელ გალავნის საჯარო სკოლა

გრაფიკა

4

მარიამ ფრუიძე

ქუთაისი

სსიპ ქუთაისის  N10 საჯარო სკოლა

ფერწერა

5

ნიკა ბაშარული

დუშეთი

სსიპ დაბა ჟინვალი საჯარო სკოლა

გრაფიკა

6

ნინო მალუძე

თბილისი

სსიპ თბილისის N61 საჯარო სკოლა

ფერწერა

7

ელენე კიზირია

თბილისი

სსიპ თბილისის N61 საჯარო სკოლა

ფერწერა

8

გურამ კალატოზიშვილი

თბილის

სსიპ თბილისის N131 საჯარო სკოლა

ფერწერა

9

ქრისტინე ხითარიშვილი

ბორჯომი

სსიპ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა

ფერწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოლიმპიურ  ვიქტორინაში გამარჯვებულები

 

N

სახელი გვარი

რეგიონი

საჯარო სკოლა

1

ელენე გაზდელიანი

თბილისი

სსიპ თბილისის N22 საჯარო სკოლა

2

რეზო კანდელაკი

თბილისი

სსიპ თბილისის N22 საჯარო სკოლა

3

ანდრია მამალაძე

თბილისი

სსიპ თბილისის N45 საჯარო სკოლა

4

ლუკა ბალანჩივაძე

თბილისი

სსიპ თბილისის N45 საჯარო სკოლა

5

მარიამ მამალაძე

თბილისი

სსიპ თბილისის N45 საჯარო სკოლა

6

ნინო ავალიანი

თბილისი

სსიპ თბილისის N45 საჯარო სკოლა

7

მარიამ მუქარია

თბილისი

სსიპ თბილისის N59 საჯარო სკოლა

8

იაკობ ჩლაიძე

თბილისი

სსიპ თბილისის N59 საჯარო სკოლა

9

ლიზი გუგეშაშვილი

თბილისი

სსიპ თბილისის N59 საჯარო სკოლა

10

ნიკოლოზ მამასახლისი

თბილისი

სსიპ თბილისის N81 საჯარო სკოლა

11

მამუკა გუნავა

თბილისი

სსიპ თბილისის N89 საჯარო სკოლა

12

ალინა ხუსკივაძე

თბილისი

სსიპ თბილისის N131 საჯარო სკოლა

13

ლია ბურჯანაძე

თბილისი

სსიპ თბილისის N156 საჯარო სკოლა

14

ნანა  აბაშვილი

თბილისი

სსიპ თბილისის N156 საჯარო სკოლა

15

ლიკა ვანიშვილი

გორი

სსიპ გორის N4 საჯარო სკოლა

16

მარიკო ვანიშვილი

გორი

სსიპ გორის N9 საჯარო სკოლა

17

დავით საათაშვილი

გორი

სსიპ გორის N9 საჯარო სკოლა

18

შოთიკო შატაკიშვილი

გორი

სსიპ გორის N4 საჯარო სკოლა

19

ლიკა ავაზაშვილი

გორი

სსიპ გორის N9 საჯარო სკოლა