სეოკ-ის სამძიმარი

01 ივლისი 2020

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი სპორტული ჟურნალისტის ავთანდილ გურასაშვილის გარდაცვალების გამო. ის იყო უაღრესად ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედი, თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი, იშვიათი პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება.

ავთანდილ გურასაშვილი ნახევარი საუკუნე ემსახურა საყვარელ საქმეს და ქართულ სპორტს, როგორც მისი ერთ-ერთი მოამაგე და ერთგული გულშემატკივარი, მრავალი საინტერესო პუბლიკაციის და ფოტოს, ათეულობით წიგნის ავტორი.

განსაკუთრებული და გამორჩეულია  მისი დამსახურება როგორც ზოგადად ოლიმპიზმის, ასევე ქართული ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცის, ჩვენი სახელოვანი ოლიმპიელების წარმოჩენის საქმეში. ავთანდილ გურასაშვილი მრავალი წლის განმავლობაში რედაქტორობდა ახალდაფუძნებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გაზეთ „ოლიმპიელს," შემდგომში კი - ამავე სახელწოდების ჟურნალს, აკრედიტებული იყო ოლიმპიურ თამაშებზე, ავტორია წიგნებისა ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, ასევე წიგნების სერიისა ცალკეულ ოლიმპიურ თამაშებზე, მნიშვნელოვან ოლიმპიურ მოვლენებზე.

დასანანია, რომ ქართულ სპორტს და სპორტულ ჟურნალისტიკას, ოლიმპიურ მოძრაობას გამოაკლდა ასეთი თავდადებული პიროვნება და ღირსეული მოქლაქე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი