IOC-ის შტაბ-ბინას პრესტიჟული ევროპული ჯილდო გადაეცა

13 ივლისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს (IOC) ეკოლოგიური მშენებლობის სფეროში ლიდერობისთვის ევროპული ჯილდო გადაეცა. ექსპერტებმა ლოზანაში აგებული IOC-ის ახალი შტაბ-ბინა ერთხმად გამოარჩიეს.

„ამ მეტად პრესტიჟული ჯილდოს მიღება დიდი პატივია. ჯილდოსი, რომელიც ხაზს უსვამს ეკოლოგიურობის და მდგრადობის მნიშვნელობას ჩვენი საერთო მომავლის ფორმირებაში. ამგვარი მიდგომა არის ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ის ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც ვხელმძღვანელობდით შტაბ-ბინის შექმნისას," - ამბობს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი.

IOC-ის შტაბ-ბინა, რომელსაც ოლიმპიურ სახლსაც უწოდებენ, შარშან 23 ივნისს გაიხსნა და გამორჩეულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური  ნაგებობა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალმა შტაბ-ბინამ შარშანვე სამი ყველაზე მნიშვნელოვანი - LEED, SNBS, Minergie სერტფიკატი მიიღო. მათ შორის, ეკოლოგიური მშენებლობის, ენერგოეფექტურობის პრესტიჟული შვეიცარიული და საერთაშორისო პლატინის სერტიფიკატები, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდგრადი შენობა-ნაგებობა.