ტოკიოს გუბერნატორის თქმით, ტოკიო-2020-ის წარმატებით ჩატარება პანდემიაზე გამარჯვების სიმბოლო იქნება

15 ივლისი 2020

ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოიკეს განცხადებით, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების 2021 წელს წარმატებით ჩატარება კორონავირუსის პანდემიაზე მსოფლიოს გამარჯვების სიმბოლო იქნება.

კოიკე, რომელიც ცოტა ხნის წინ ტოკიოს გუბერნატორად მეორე ვადით აირჩიეს, გადავადებული ტოკიოს თამაშების ჩატარებას ოპტიმიზმით უყურებს.

„გვინდა ოლიმპიადას  ვუმასპინძლოთ, როგორც მსოფლიოს ერთიანობის სიმბოლოს, რომელიც გაუმკლავდა ამ მეტად რთულ ვითარებას და კაცობრიობა ერთ მუშტად შეკრა," - განაცხადა ტოკიოს გუბერნატორმა.

COVID-19-ის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.