IOC-მა საერთაშორისო ფედერაციებს და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა

16 ივლისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 100 მილიონი აშშ დოლარი კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად ოლიმპიური მოძრაობის მხარდამჭერი პროგრამის შესაბამისად გადაანაწილა.

„IOC-მა 100 მილიონი ოლიმპიური მოძრაობის მხარდამჭერი პროგრამის შესაბამისად გაანაწილა.63 მილიონი უკვე გადაერიცხათ საერთაშორისო ფედერაციებს, დანარჩენი - ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს," - დისტანციურად ჩატარებული IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების  შესახებ აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

მაისში IOC-მა COVID-19-ის შედეგებთან გასამკლავებლად ოლიმპიურ მოძრაობას ფინანსური დახამარებისთვის 800 მილიონი გამოუყო, საიდანაც საერთაშორისო ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები 150 მილიონს მიიღებენ.