„ოლიმპიური დღის წესრიგი 2020"-ის დამსახურებით, თამაშების მსურველ კანდიდატთა ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა

20 ივლისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე განაცხადის საშუალო ბიუჯეტი  5 მილიონ დოლარზე ნაკლები იქნება.

„ოლიმპიური დღის წესრიგი-2020-ის დამსახურებით,  ჩვენ გვაქვს ბევრად მოქნილი ერთიანი მიდგომა, რათა დაინტერესებულ მხარეებს დავეხმაროთ თამაშების ჩატარებაზე გრძელვადიანი გეგმების შედგენაში. შესაბამისად, ოლიმპიური თამაშების პროექტების განხორციელება უფრო შესაძლებელი გახდა, რისი დასტურიც არის 2026 წლის თამაშების მასპინძელი ქვეყნის არჩევის პროცესი და მომავალი ოლიმპიური თამაშებისადმი გამოხატული დიდი ინტერესი," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

ცნობისთვის: 2022 წლის ზამთრის თამაშების ჩატარებაზე განაცხადის საშუალო ბიუჯეტი 35 მილიონ დოლარს შეადგენდა. ბიუჯეტის შემცირება შესაძლებელი გახდა „ოლიმპიური დღის წესრიგი-2020"-ის წყალობით.