პიერ დე კუბერტენის შექმნილ ხუთ რგოლს აუქციონზე გაიტანენ

22 ივლისი 2020

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის პიერ დე კუბერტენის ხელით შექმნილი ხუთი ოლიმპიური რგოლის ნახატს 26 ივლისს კანის აუქციონზე გაიტანენ.

ლოტის ღირებულება, რომელიც დღემდე კერძო შვეიცარიულ კოლექციაში ინახებოდა, 100 ათას ევროდ არის შეფასებული.

დღეს ყველასთვის ცნობილი ოლიმპიური სიმბოლო - თეთრ ფონზე ერთმანეთზე გადაჯაჭვული ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი რგოლი გრაფიტით და გუაშით არის შესრულებული 21X27,5 სმ ზომის ფურცელზე და კუბერტენის ავტოგრაფი ამშვენებს.

ხუთი კონტინენტის ერთიანობის სიმბოლო კუბერტენმა 1913 წლის აგვისტოში გამოცემა Olympic Review-ში გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ოლიმპიური სიმბოლო და დროშა ფართო საზოგადოებისთვის პირველად უნდა გამოფენილიყო 1914 წლის 17 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სორბონას კონგრესზე, სადაც უნდა აღენიშნათ თამაშების აღდგენის და ოლიმპიური მოძრაობის 20 წლის იუბილე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო, კონგრესი არ შედგა.

ოლიმპიური დროშა პირველად აღიმართა და გამოიფინა ანტვერპენის 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.