ოლიმპიადაზე ორი ჩოგბურთელით

03 ივლისი 2012

მართალია საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ქალთა შორის ანა ტატიშვილი ამჟამადაც ლონდონშია და უიმბლდონის დიდი შლემის ტურნირზე ასპარეზობს, სადაც მან საწყის რაუნდში ტაილანდელ ტამარინ ტანასუგარნის მოუგო და დღეს იტალიელ კამილა ჯორჯის დაუპირისპირდება, მაგრამ უფრო სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი შევიტყვეთ, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს ეხება. 

გადაწყდა, რომ ნისლიან ალბიონზე გასამართ ოლიმპიადაზე, რომელიც სტარტს ზუსტადერთ თვეში აიღებს საქართველოს წარმომადგენელი ჩოგბურთშიც ეყოლება და თანაც ორი: ანა ტატიშვილი და მარგალიტა ჩახნაშვილი. ტატიშვილი ერთეულთა თანრიგშიც იასპარეზებს და წყვილებშიც, სადაც ე.წ. „ველური ბარათით" მოხვედრილი ქართული დუეტი ასევე ძირითად ბადეშია დაშვებული.

ანა ტატიშვილი რეიტინგით 73-ე ჩოგანია და მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთის გამოყოფილი ადგილი ერგო.