ტოკიოში ათლეტებისთვის სანიჩბოსნო სლალომის ცენტრი გაიხსნა

29 ივლისი 2020

„კასაის" სანიჩბოსნო სლალომის ცენტრი, სადაც ტოკიო-2020-ის ოლიმპიური  ტურნირი გაიმართება, ათლეტებისთვის სავარჯიშოდ გაიხსნა და ღია იქნება 2020 წლის 28 დეკემბრამდე. „კასაის" არხით ასევე ისარგებლებენ ტოკიოს მაცხოვრებლებიც, რომლებსაც ოლიმპიურ ობიექტზე რაფტინგით და კაიაკინგითაც შეუძლიათ დაკავდნენ

21 აგვისტოს შეჯიბრებებისთვის და სავარჯიშოდ ასევე გაიხსნება საგანგებოდ თამაშებისთვის აგებული წყალბურთელთა ცენტრი „ტაცუმი."   წყალბურთელთა ცენტრი მოყვარულ წყალბურთელსაც მოემსახურება. წყალბურთელთა ოლიმპიური შეჯიბრება 2021 წლის 24 ივლისს დაიწყება, ჩემპიონი კი 8 აგვისტოს გამოვლინდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

ტოკიოში 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტ ათლეტს ელიან.