„კლუბი პარიზი-2024-ის" კარი ყველასთვის ღიაა

30 ივლისი 2020

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტონი ესტანგემ  „კლუბი პარიზი-2024-ის" შექმნაზე განაცხადა.

საგანგებოდ შექმნილი კლუბის წევრებს შეეძლებათ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების სახელოვან ათლეტებთან შეხვედრა, სხვადასხვა გასართობ კონკურსებში, ასევე სპორტულ და კულტურულ ინიციატივებში მონაწილეობა.

„თავგადასავლებისადმი და სპორტისადმი ფრანგთა მისწრაფებაზე ყველამ უწყის. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან სპორტზე და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვსაუბრობთ. ქვეყნის მოსახლეობის 84 პროცენტი ამ დიდი სპორტული ფორუმის საფრანგეთში ჩატარებას ემხრობა," - განაცხადა ტონი ესტანგემ.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისი - 11 აგვისტოს.