პეკინი-2020-ის სატესტო ღონისძიებები პრობლემის წინაშე დგას

31 ივლისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიამ ეჭვქვეშ დააყენა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის სრულფასოვანი სატესტო შეჯიბრებათა პეკინში ჩატარების შესაძლებლობა.

9 ივლისს ჩინეთმა უარი თქვა 2020 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრების  ჩატარებაზე.

კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩაშლის პირასაა 2020-21 წლების სეზონში პეკინში დაგეგმილი ტურნირები ციგურებით რბენაში, ფიგურულ ციგურაობაში, ტრამპლინიდან ხტომაში, ჩრდილოურ ორჭიდში და სამთო სათხილამურო სპორტში.

„COVID-19-მა  და მასთან დაკავშირებულმა სამგზავრო შეზღუდვებმა, ახალმა სავიზო მოთხოვნებმა და საკარანტინო ზომებმა 2020-21 წლების ზამთრის სეზონის ტესტებზე ჩინეთში სტუმრობისას შეიძლება პრობლემის წინაშე დააყენოს საერთაშორისო ექსპერტები, ოფიციალური პირები და ათლეტები, - თავის მოხსენებაში აღნიშნავს IOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი ხუან ანტონიო სამარანჩ-უმცროსი, - პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი სატესტო ღონისძიებების ჩატარების ახალ შესაძლებლობათა გამოსავლენად მჭიდროდ თანამშრომლობს IOC-თან, საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტთან და საერთაშორისო ფედერაციებთან."

კორონავირუსის პანდემია ცენტრალურ ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და შემდგომ უამრავ ქვეყანაში გავრცელდა. COVID-19-ის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადავადდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები.