პეკინი-2022-ის ხმა ყველას მიწვდება

04 აგვისტო 2020

პეკინი-2022-მა საერთაშორისო საზოგადოებაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტი წამოიწყო.

კამპანია სახელად „პეკინი-2022-ის ხმა" ერთობლივად შემუშავდა და ამოქმედდა პეკინის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის და ჩინეთის მედია ჯგუფის (CMG) მიერ.

ჩანაფიქრის თანახმად, „პეკინის ხმა" სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის სოციალური მედიის დახმარებით, ჩინეთში თუ მის საზღვრებს მიღმა, რადიოსადგურების, მრავალენოვანი ვებ-გვერდების და მობილური აპლიკაციების დახმარებით გავრცელდება და ყველა დაინტერესებულ პირს 2022 წლის თამაშებთან დაკავშირებით ინფორმაციებს გააცნობს.