ტოკიოს ოლიმპიური რგოლები სარემონტოდ გაიგზავნა

15 აგვისტო 2020

ტოკიოს ხელისუფლებამ ოლიმპიური რგოლების ბორანი პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის იოკოჰამას ქარხანაში გაგზავნა. 33 მეტრი სიგრძის და 15 მეტრი სიმაღლის ერთგვარი მცურავი ნაგებობა, რომელიც  69 ტონას იწონის და ოდაიბას ყურეში შეაცურეს, ადგილობრივი მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ობიექტად იქცა.

ადგილი, სადაც მონუმენტური ოლიმპიური რგოლებია განთავსებული, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ღია წყალში ცურვას და ტრიატლონს უმასპინძლებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.