IOC-ის შტაბ-ბინას კიდევ ერთი პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო გადაეცა

16 აგვისტო 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს (IOC) Architizer A + Awards-ის პრემიის ორი პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.

ჟიურიმ ლოზანაში აგებული IOC-ის შტაბ-ბინა და ოლიმპიური რგოლების ფორმის მქონე მისი უჩვეულო კიბე გამოარჩია. კონკურსში მონაწილე 100-ზე მეტი ქვეყნის 5 ათასს მონაწილეს შორის სწორედ ოლიმპიური სახლი არიარეს საუკეთესოდ კონცეფციის, ინტერიერის და დეტალების კატეგორიაში. ექსპერტებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პროექტის ადაპტირება გლობალური პრობლემების გადასაჭრელად: კლიმატის ცვლილება, ურბანიზაცია,  სოციალური და სხვაგვარი უთანასწორობა, პანდემია.

ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ არქიტექტორები, გამომცემლები, მოდელერები, დიზაინერები, უძრავი ქონების და ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტები.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ოლიმპიურ სახლს კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა, - ამბობს IOC-ის კოროპრატიულობის და მდგრადი განვითარების დირექტორი მარი სალო, რომელიც მშენებლობას კურირებდა, - ჩვენი შტაბ-ბინა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შენობა. ის არის IOC-ის მისიის განსახიერება, სპორტის დახმარებით უკეთესი გახადოს სამყარო."

ერთი თვის წინათ IOC-ს ეკოლოგიური მშენებლობის სფეროში ლიდერობისთვის ევროპული ჯილდო გადაეცა.

უფრო ადრე ოლიმპიურ სახლი, საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი შტაბ-ბინა და მსოფლიოში მეორე ნაგებობა გახდა, რომელსაც მდგრადი მშენებლობის უმაღლესი დონის შვეიცარიული სტანდარტი გადაეცა.

IOC-ის შტაბ-ბინა შარშან, 23 ივნისს გაიხსნა და გამორჩეულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მწვანე (ეკოლოგიური) ნაგებობა.