პეკინი-2022-მა ხელშეკრულება გააფორმა „ოლიმპიური ოჯახის" სასტუმროებთან

24 აგვისტო 2020

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა სამ სასტუმროსთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, სასტუმროებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების დღეებში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) და საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტების (IPC) სამართავ ცენტრებად და შტაბ-ბინად გამოიყენებენ.

„ოლიმპიური ოჯახის" სასტუმროების (OFH) სტატუსი მიიღეს InterContinental Beijing Beichen Hotel, V-Continent Beijing Parkview Wuzhou Hotel და Beijing Continental Grand Hotel-მა.

თითოელი ობიექტი ერთმანეთისგან რამდენიმე წუთის სავალზეა დაშორებული. ასევე, ახლოს არის პეკინის ოლიმპიური პარკი, სადაც 2022 წლის თებერვალში ასპარეზობები გაიმართება ჰოკეიში, კერლინგში, ციგურებით რბენაში, ასევე -თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები.

ცნობილია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დღეებში „ოლიმპიური ოჯახის" სასტუმროები მოემსახურება IOC-ს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და საერთაშორისო ფედერაციებს.

პეკინი XXIV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2022 წლის 4-20 თებერვალს. შეჯიბრებები ჩატარდება როგორც პეკინში, ისე ორ სხვა სამთო კლასტერში: იანცძინში და ჩჟანცზიაკოუში.