ოლიმპიური არხი ოთხი წლის იუბილეს აღნიშნავს

27 აგვისტო 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ოლიმპიური არხის შექმნიდან 4 წელს აღნიშნავს. არხმა თავისი არსებობის განმავლობაში მილიონობით მაყურებელი მოიცვა, კორონავირუსის პანდემიის დროს კი მისი პოპულარობა უფრო გაიზარდა.

IOC-ის პრეს-სამსახურის ცნობით, 2016 წლის აგვისტოდან ოლიმპიურმა არხმა გამოუშვა 25 ათასზე მეტი ვიდეორგოლი, რომელიც მოიცავს ოლიმპიურ დისციპლინებს და 206 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, მათ შორის არის 76 ფილმი. ინტერნეტის ყველა პლატფორმაზე არხის შემოქმედებას 3,3 მილიარდჯერ უყურეს. საშუალოდ, თითოეულმა მომხმარებელმა ვიდეოს გასაცნობად 8 წუთი და 5 წამი დახარჯა. იმათი რიცხვი, ვინც თვის განმავლობაში ოლიმპიურ არხს საყურებლად დაუბრუნდა, 65 პროცენტით გაიზარდა, რაც მზარდ ინტერესზე მიუთითებს.

შთამბეჭდავია სოციალური ქსელებში არხის სტატისტიკაც. აქ გამომწერთა რიცხვმა 10,4 მილიონს მიაღწია. მათ შორის 74,9 პროცენტი 35 წლამდე ასაკის მომხმარებელზე მოდის.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ოლიმპიურმა არხმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა გულშემატკივრის და ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად, - აღნიშნავს ოლიმპიური არხის სამსახურის ხელმძღვანელი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი, - ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელიც 2021 წელს ჩატარდება, ახალ რეკორდებს ველოდებით. ოლიმპიური არხი მუშაობას აგრძელებს იმაზე, რომ მაქსიმალურად ყოვლისმომცველად ვუჩვენოთ მსოფლიოს იაპონიაში ჩასატარებელი თამაშები."