ძიუდო ტატამს უბრუნდება

28 აგვისტო 2020

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო ტურის განახლება გადაწვიტა.

პირველი ტურნირი ოქტომბრის ბოლოსთვის ჩანიშნული ბუდაპეშტის გრან-პრი იქნება. დეკემბერში გაიმართება ტოკიოს დიდი სლემი, 2021 წლის იანვარში კი დოჰას მასტერსი.

საგულისხმოა, რომ სამივე ტურნირს ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო დატვირთვა ექნება, სადაც სარეიტინგო ქულები გათამაშდება. გარდა ამისა, ძიუდოს კონტინენტური ორგანიზაციები წლის ბოლომდე სხვადასხვა შეჯიბრებების ჩატარებას გეგმავენ.

ამასთან, IJF ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, კალენდარში ცვლილებების შეტანის უფლებას იტოვებს. მონაწილეთა მცირერიცხოვნობის შემთხვევაში, ტურნირმა შეიძლება საკვალიფიკაციოს სტატუსი დაკარგოს.