ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადავადდა

29 აგვისტო 2020

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძალოსნობაში მოსკოვის ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადავადდა.

თავდაპირველი გრაფიკით, ევროპის ჩემპიონატი აპრილში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის მასშტაბების ზრდის გამო, კონტინენტის პირველობამ 31 ოქტომბერისთვის გადაიწია.

ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ზუსტი თარიღი მოგვიანებით - „ევროსპორტთან" მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა. გარდა ამისა, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლამდე გადავადდა EWF-ის საპრეზიდენტო არჩევნებიც.