ტოკიოს სანიჩბოსნო კომპლექსმა მუშაობა გაანაახლა

04 სექტემბერი 2020

ტოკიოს „ზღვის ტყის საწყლოსნო ბილიკის" კომპლექსი, რომელიც გაისად ნიჩბოსნობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ასპარეზობებს უმასპინძლებს, ორშაბათიდან სხვადასხვა ღონისძიებებისთვის გაიხსნება.

სანიჩბოსნო კომპლექსი მდებარეობს ტოკიოს ყურეში, ყოფილი ნაგავსაყრელის სიახლოვეს, სადაც ახლა ტყეა გაშენებული. რვა ბილიკად დაიყოფილი ტრასის საერთო სიგრძე 2300 მეტრია, სიგანე - 198 მეტრი. თამაშებისთვის საგანგებოდ მოწყობილი დამბების სისტემა ტრასას ზღვის ძლიერი ტალღებისგან დაიცავს.

ობიექტი ექსპლოატაციაში 2019 წლის ივნისში შევიდა.

მთავარ ტრიბუნა 2 ათას მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ უშუალოდ თამაშებისთვის ადგილების რაოდენობის 16 ათასამდე გაზრდაა დაგეგმილი.