შეიქმნა კანვონდო-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტი

05 სექტემბერი 2020

სეულში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების - კანვონდო-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის (GYOGOC) პირველი სხდომა ჩატარდა.

GYOGOC-ის ხელმძღვანელად აირჩიეს სადაზღვევო კომპანიის (Kyobo Life) ხელმძღვანელი სინ ჩან ჯა, რომლის კომპანიაც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობს ახალგაზრდული სპორტის და კულტურის განვითარებას კორეაში.

საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში თქვა, რომ სურს ახალგაზრდა სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე ღირებული გამოცდილების მიღებაში დაეხმაროს.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წევრი რიუ სუნგ მინი. კმიტეტის ხელმძღვანელობაში შევიდნენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ფიგურულ ციგურაობაში იუნა კიმი, ციგურებით რბენაში ასევე ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კო გი ჰიუნი და მუსიკოსი იოლ იუმ სონი.

სამხრეთ კორეულმა პროვინცია კანვონდომ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება 2020 წელს, ლოზანის IOC 135-ე სესიაზე მიიღო.