ჰასიმოტო: „ტოკიო-2020 ნებისმიერ ფასად უნდა ჩავატაროთ"

08 სექტემბერი 2020

ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საქმეთა მინსიტრის, სეიკო ჰასიმოტოს განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის გამო გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, ათლეტების და ორგანიზატორების მხრიდან მზადებაზე გაწეული ძალისხმევის გათვალისწინებით, ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარდეს.

„ადამიანები, რომლებსაც თამაშების ორგანიზებასთან კავშირი აქვთ, ერთად მუშაობენ და ამზადებენ ოლიმპიადას. იგივე ითქმის სპორტსმენებზე, რომლებსაც დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამზადებლად მნიშვნელოვანი დამატებითი ძალისხმევა სჭირდებათ. ოლიმპიური თამაშები ნებისმიერ ფასად უნდა ჩავატაროთ," - ხაზს უს ვამს ჰასიმოტო.

ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საქმეთა მინისტრის ეს განცხადება მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტის, ჯონ კოუტსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჩატარდება „კორონავირუსთან ერთად ან მის გარეშე."

კორონავირუსის პანდემიის გამო, XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.