ბახი: „როგორ უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო 320 დღეში?"

10 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, მას არ შეუძლია ზუსტად უპასუხოს შეკითხვას, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაყურებელთა თანდასწრებით  ჩატარდება და მათ გარეშე.

„ზომების მიღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარზე ვმუშაობთ. თამაშების წინ ჩვენ მას გავახმოვანებთ. ახლა კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ ვიცით, როგორი იქნება სამყარო ხვალ. როგორ უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო 320 დღეში?" - განაცხადა თომას ბახმა.

ცოტა ხნით ადრე IOC-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ IOC-ში მომავალი წლის ტოკიოს თამაშების მაყურებლის გარეშე ჩატარებასაც განიხილავენ.

გარდა ამისა, თომას ბახი ათლეტებს პასუხსიმგებლობისკენ მოუწოდებს, რათა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ერთმანეთის და სხვათა ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

„მიღებული ზომები სპორტსმენების მიმართ სამართლიანი უნდა იყოს. ამავდროულად, ჩვენ მოვალენი ვართ  სხვა ადამიანების, ახლობლების, კოლეგების, მეტოქეების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისგან  მსხვერპლს და კომპრომისებს მოითხოვს. თუ შეჯიბრების სხვა მონაწილეთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კარანტინში ყოფნა იქნება საჭირო,  მაშინ კარანტინში უნდა დარჩე. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა."