თომას ბახი: „ჩვენ მხარს გვიჭერს იაპონიის მთავრობა"

15 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით,  IOC 2021 წელს წარმატებული და უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზეა კონცენტრირებული და  კორონავირუსის პანდემიის გამო თამაშების კიდევ გადავადება არ განიხილება. IOC ძალისხმევას არ იშურებს, რათა ყველა ქვეყნის ათლეტებს შორის ერთობა იყოს.

 „ტოკიოს თამაშებთან დაკავშირებით მეტად კმაყოფილები ვართ, მათ შორის -საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობით. პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს გადადგომის მიუხედავად, ჩვენ მხარს გვიჭერს იაპონიის მთავრობა, და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ტოკიოს მთავრობა. გაისად წარმატებული და უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე ვართ კონცენტრირებული."