თომას ბახსა და იაპონიის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

23 სექტემბერი 2020

ოლიმპიური და პარალიმპურ საქმეთა მინისტრის სეიკო ჰასიმოტოს ცნობით, იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრ იოსიჰიდე სუგას და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„განიხილებოდა ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისი და შემდგომ მისი წარმატებით ჩატარება," - განმარტავს სეიკო ჰასიმოტო.

გასულ კვირას IOC-ის პრეზიდენტთან ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელ იოშირო მორის, რა დროსაც მხარეებმა განიხილეს ოქტომბრის ბოლოს იაპონიაში თომას ბახის სტუმრობა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან უშუალოდ შეხვედრა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა ემასპინძლა წლეულს, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, შენარჩუნებულია თამაშების სახელი „ტოკიო-2020".