თომას ბახი: „ტოკიო-2020-ის უსაფრთხოდ ჩატარება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გარეშეც შესაძლებელია"

25 სექტემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინის გარეშეც შესაძლებელია.

„ვნახეთ, რომ სპორტი ნელ-ნელა, მაგრამ სწორად ბრუნდება. ბოლო დროს წარმატებით ჩატარდა რიგი მსხვილი სპორტული ღონისძიება, მათ შორის მატჩები იაპონიის ლიგაში, ასევე ისეთი რთული შეჯიბრება, როგორიც არის „ტურ დე ფრანსი". ასე რომ, ვაქცინის გარეშეც შეგვიძლია უსაფრთხო სპორტული ღონისძიებების ორგანიზება," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა.  

თომას ბახი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ექპერტებთან კონსულტაციების შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ COVID-19-ის ვაქცინა 2021 წლის პირველ ნახევარში ხელმისაწვდომი იქნება და ამასთან -  საკმარისი რაოდენობით.

გარდა ამისა, IOC-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სპორტულ სამყაროს გულმოდგინე  და მრავლმხრივი მუშაობა მართებს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან არავინ იცის, რა მოხდება შემდგომ ათ თვეში.

„ეს მუშაობა გაგრძელდება თამაშების გახსნამდე. ეს კრიზისი ყველა ჩვენგანისგან დიდ მოქნილობას და მსხვერპლს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, გავუმკლავდებით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს წარმატებულს გავხდით," - დასძენს თომას ბახი.