იაპონიის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს

27 სექტემბერი 2020

იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის იოსიჰიდე სუგას განცხდებით, ქვეყანას განზრახული აქვს უმასპინძლოს გადავადებულ ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს, რაც თავის მხრივ იქნება „პანდემიაზე კაცობრიობის გამარჯვების მტკიცებულება."

იოსიჰიდე სუგა გაეროს გენერალურ  ასამბლეაზე წარდგენილ მიმართვაში პირობას დებს, რომ ქვეყანა „ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა თქვენ მოგესალმოთ თამაშებზე, რომელიც უსაფრთხო და საიმედო იქნება."

კორონავირუსის პანდემიის გამო, XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.